logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესს თანამშრომლობისთვის
ნათია თურნავა: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესს თანამშრომლობისთვის
20:55 24.04.2020
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესს თანამშრომლობისთვის, ვინც მოთმინებით ელოდა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შეზღუდვებს, რაც ისევ და ისევ ადამიანებზე და ბიზნესზე ზრუნვიდან გამომდინარე დავაწესეთ, ვინაიდან უსაფრთხოება, ჯანმრთელობა არის აუცილებელი წინაპირობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ასევე მოიცავდა ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნის გეგმას, რაც ის საჭირბოროტო საკითხია, რომელიც ბევრ ბიზნესს აწუხებდა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი გეგმა ადამიანების ზრუნვაზეა აგებული. პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივ იხსენება ის დარგები, რომელიც ყველაზე მეტად არის საჭირო ადამიანებისთვის. მაგლითად შემდეგი კვირიდან, როგორც პრემიერმა ბრძანა, განახლდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ტაქსების ოპერირება, სრულად აღდგება ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო ნაწილში და მიტანის მომსახურება, რაც ისევ და ისევ ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი ყოფა იყოს უფრო მარტივი, ასევე განახლდება აგრარული ბაზრების მუშაობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეკონომიკის ამოქმედების, ე.წ. ლოკაუტის გეგმა სამართლიანია და ეტაპობრივად იხსნება ცალკეული დარგები და არა კომპანიები.

„გეგმა აგებულია დარგების ამოაქმედებაზე და არა - ცალკეული კომპანიების ამოქმედებაზე იმიტომ, რომ ვიცით ცალკეული კომპანიების ამოქმედება აღიქმება ნეგატიურად, რადგან შეიძლება არასამართლიანი კონკურენციის ნიშან-თვისებები ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, დარგობრივ ლოგიკაზე ავაგეთ და არა კომპანიების ლოგიკაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, ყველანი უნდა გადავეწყოთ საქმიანობს ახალ წესებზე, ბიზნესს ეს უკვე გათავისებული აქვს და აუცილებელი წინაპირობა ბიზნესის ამოქმედების არის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

„ორი კვირის განმავლობაში გადავამოწმეთ 400-ზე მეტი ბიზნესი. ძალიან კარგია, რომ მათი დაახლოებით ორი მესამედი სწრაფად გადაეწყო და იცავს ყველა აუცილებელ გაიდლაინს, რომ უსაფრთხო პირობებში ჰყავდეთ როგორც თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. თუმცა, არიან კომპანიები, ვინც წესებს არ იცავს და ვერ მოემზადა. ასეთი კომპანიები, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ და სრულყოფილად უნდა მოემზადონ შემოწმებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართოს. დღეში დაახლოები 100 კომპანიას ვამოწმებთ მთლიანობაში. აქედან გამომდინარე, ყველა ბიზნესმა უნდა უპასუსოხ ამ მარტივ წესებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა