logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება შეძლო
ირაკლი კოვზანაძე: საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება შეძლო
17:55 24.04.2020
საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში შეძლო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება, მათ შორის, საჯარო სექტორისთვის მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმ დანაკლისების დაბალანსებისათვის, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტში ვღებულობთ ახალა და ასევე ეროვნული ბანკის რეზერვებისათვის, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენის შემდეგ.



მისივე თქმით, ფინანსური დახმარებიდან ასევე დამატებით მილიარდნახევარი იქნება განსაზღვრული კორპორატიული სექტორისთვის, განსაკუთრებით ეს არის საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი, რომელშიც მნიშვნელოვანია დღეს მდგრადობის შენარჩუნება.



"პირველი მილიარდნახევარი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ წარმოგვედგინა ეს მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც მოხდა და ეხება მოსახლეობის ფართო ფენებს. ეს არის სოციალური დახმარებების ის პაკეტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ გადაზღვეულ იქნეს გარკვეული სოციალური რისკები, რომლებიც ამ ვირუსის პირობებში ჩვენი თანამემამულეების წინაშე დგება. ეს პაკეტი არის მრავალმხრივი და ასევე ითვალისწინებს, რომ გარდა კომუნალური დახმარებებისა, გარკვეული ფინანსური რესურსები მიიღონ ჩვენმა თანამემამულეებმა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საფინანსო სექტორთან დაკავშირებული კომპონენტი, კერძოდ ის, რომ ამ პაკეტში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - 600 მილიონი ლარი დამატებით საბანკო სექტორის ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის.



"დღეს, არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ შენარჩუნებულ იქნეს საბანკო, საფინანსო სექტორის მდგრადობა და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის კაპიტალის ბუფერებთან ერთად, გადახდისუნარიანობა, ლიკვიდურობა და კაპიტალის ბუფერები, რომლებიც ყოველდღიური კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ამ პროგრამაში ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის აღსანიშნავი - 600 მილიონი დამატებით ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის და ეს ნამდვილად საყურადღებოა. პროგრამა განსაკუთრებით არის დივერსიფიცირებული, და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სოციალური პაკეტი, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა