logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყოვლისმომცველია და ყველა კატეგორიის დახმარებას ითვალისწინებს
ნათია თურნავა: ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყოვლისმომცველია და ყველა კატეგორიის დახმარებას ითვალისწინებს
17:48 24.04.2020
პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყოვლისმომცველია და პრაქტიკულად, ყველა დაზარალებულ კატეგორიას შეეხება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ გეგმით მთავრობა ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც დღემდე მუშაობს, მაგრამ უფრო მეტად იქნებიან დაზღვეული, რომ არ დაკარგავენ სამუშაო ადგილებს მიუხედავად იმისა, რომ მათ კომპანიებს გაუჭირდა. გეგმა ასევე ითვალისწინებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, დაკარგეს სამუშაო, თუმცა გგემის მიხედვით მათ გაეწევათ დახმარება, რომ ეს რამდენიმე თვე გადალახონ და შემდგომ კვლავ აქტიურად შეძლონ ეკონომიკაში ჩართვა.

ნათია თურნავას განმარტებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ასევე ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა და მოწყვლადი კატეგორიის დახმარებას, მათ შორის შშმ პირების, სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და პენსიონრების დახმარებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკას ასეთი დარტყმა მიადგა - მინუს 4% საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მინუს თითქმის 2 მილიარდი ლარი ჩვენ ბიუჯეტით, ჩვენ არ გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და ვთავაზობთ მრავალჯერად სისტემას, რომლითაც პენსიები გაიზრდება, არ იმოქმედებს არც ინფლაცია და მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ეს გეგმა არის ყოვლისმომცველი და ყველა კატეგორიას ეხება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ადამიანზე ზრუნვითაა გამსჭვალული და იმ ნაწილშიც კი, სადაც ბიზნესის დახმარებას ეხება, საბოლოო ჯამში, გეგმით გათვალისწინებული დახმარების მთავარი მიზანი ადამიანია, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული ან მომავალში დასაქმდება.

„მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა აღინიშნოს, რომ ანტკირიზისული გეგმა არის დროული. ჩვენ უკვე ვფლობთ მასშტაბს და ვიცით, რამდენ ადამიანს, რამდენ კატეგორიას შეეხება ეს პორობლემები და ვის უნდა დავეხმაროთ. ჩვენ უკვე გვაქვს დაფინანსების გარანტირებული წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებით. ასე რომ, ეს გეგმა არის სრულიად რეალისტური და რამდენიმე ხანში ასახება ბიუჯეტში“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა