logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს
sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს
19:32 16.04.2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის რეკომენდაციების მიხედვით, ნათელია, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს საზოგადოებრივი დანიშნულების ხელითშეხებადი ღილაკები (ლიფტი, ბანკომატი, შუქნიშანი, შლაგბაუმი) წარმოადგენს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი sensor.ge, რომლის მიზანია, სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება. სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას.

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, გარდა ამისა მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია 200 ღილაკს სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ დაამონტაჟებს.

ღილაკების რეალიზაციისთვის sensor.ge-ს პროექტის მთავარი პარტნიორები იქნებიან ლიფტების მომსახურე და მწარმოებელი კომპანიები. პროექტი ითვალისწინებს ტესტირების რეჟიმის სრულად დასრულებას ერთი მოდიფიკაციის ღილაკზე და პირველადი რაოდენობის სერიულ წარმოებას. სენსორ.გე გათვლილია ყველა მოქალაქეზე, რომელიც იყენებს ლიფტს ან ბანკომატის ღილაკებს, ასევე ბანკების საჭიროებებზე, სამშენებლო კომპანიებსა და ლიფტების მწარმოებელ კომპანიებზე.



შექმნილი რაოდენობის პროდუქტის შეთავაზება მოხდება პირველადი საჭიროების მქონე დაწესებულებებისათვის: საავადმყოფოები და სახელმწიფო ორგანიზაციები, პირველადი რაოდენობის რეალიზაციის შემდგომ კი - საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებისთვის - სადარბაზოებში არსებული ლიფტების სენსორის რეჟიმზე გადასაყვანად. კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპი ლიფტის ღილაკების რეალიზაციაა იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ მშენებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა