logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოს აქვს სერიოზული პროგრამა იმისათვის, რათა ბიზნესი გადარჩეს და ფეხზე დადგეს სახელმწიფოს ეკონომიკა
გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოს აქვს სერიოზული პროგრამა იმისათვის, რათა ბიზნესი გადარჩეს და ფეხზე დადგეს სახელმწიფოს ეკონომიკა
20:17 15.04.2020
ნუ ვიტყვით, რომ ბიზნესმა აღიქვა ზეწოლად პრემიერის განცხადება, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ პრემიერის განცხადება ეხებოდა იმ ცალკეულ ბიზნესებს, რომელთაც აქვთ რესურსი, შეინახონ თავისი თანამშრომლები და ამითი სახელმწიფოს ამოუდგნენ მხარში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერის განცხადება და მოწოდება ბიზნესისადმი, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები, ბიზნესის ნაწილმა ზეწოლად აღიქვა.

„ბიზნესის უმრავლესობა არა თუ მხარში უდგას მხოლოდ სახელმწიფოს თავისი საქმიანობით, არამედ მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს იმ ბრძოლაში, რომელსაც სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი აწარმოებს ამ ბოროტი მტრის - ვირუსის წინააღმდეგ. ასე, რომ ცალსახად თქმა იმისა, რომ ბიზნესმა ეს აღიქვა და ბიზნესმა ეს შეაფასა ზეწოლად, არ იქნება მართებული ამ შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, სახელმწიფოს აქვს სერიოზული პროგრამა იმისათვის, რათა ბიზნესი გადარჩეს, რათა ფეხზე დადგეს სახელმწიფოს ეკონომიკა.

„ბიზნესის გარეშე ამის მოხერხება ძნელია, რასაკვირველია. ბიზნესებს სერიოზული წვლილი შეაქვთ იმ საქმიანობაში, რასაც სახელმწიფო ეწევა ვირუსის საწინააღმდეგოდ. მაგრამ არის ბიზნესები, რომლებსაც აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ ამ რესურს არ იყენებს თუნდაც იმისათვის, რომ თავისი თანამშრომლები მცირედით მაინც დააკმაყოფილოს ამ ძნელბედობის ჟამს. სწორედ ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი და არა, ზოგადად, ბიზნესს. ასე, რომ არ არის რელევანტური ვილაპარაკოთ ბიზნესის სახელით, ძალიან კარგად იციან, ვისზეც არის საუბარი. გამონაკლისები, სამწუხაროდ არსებობენ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა