logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: უნდა დავზოგოთ გარკვეული თანხები, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი
რომან კაკულია: უნდა დავზოგოთ გარკვეული თანხები, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი
17:29 15.04.2020
„დღეს ბევრი ფორმატია ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს შექმნილი ცუდი მდგომარეობიდან გამოსავლების მოძებნას მათ შორის, ეკონომიკასთან დაკავშირებით. ეს მუდმივი ფორმატი იქნება, რომელიც ოთხი ძირითადი მიმართულებით საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გასცემს პასუხებს სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა დროს“, - აღნიშნულის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი მიმართულება ეხება იმას, თუ რა არის ის ძირითადი თანხა, რომლითაც ხელისუფლება შეძლებს გამოწვევების გამკლავებას.

„როგორი იქნება თითოეული სოციალური ჯგუფისათვის, რომელიც ჩვენს წინაშე არის ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის პრობლემებით წარმოდგენილი, მთავრობის პოლიტიკა - რა ტიპის დახმარებებზე შეიძლება ვიფიქროთ, როგორი იქნება მთლიანობაში ვაჭრობასთან დაკავშირებული სისტემა, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე მოახერხებს იმას, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით, ნაკლები დაზარალებით გავიაროთ ეს პერიოდი და ბიზნესის ინდუსტრიების როგორი სპექტრი შენარჩუნდება სამომავლოდ ამაზე ცოტა მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით. როგორი იქნება ბიზნესის პრიორიტეტების რუკა, რა ტიპის ცვლილებები შეიძლება ამან განიცადოს და ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლივად უნდა გავცეთ პასუხი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ქვეყანას ჯერ-ჯერობით აქვს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი.

„ყველასთვის გასაგებია, რომ აქ მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობები ოდნავ შეზღუდულია და მთელი წნეხი ფისკალურზე გადადის, მაგრამ როდესაც ფისკალურზე ვსაუბრობთ ორად არის ეს გასაყოფი, უნდა დავზოგოთ გარკვეული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი, ამიტომ გარკვეული კონკრეტული ბიზნესების არდასახელება მომავალი დახმარებისათვის, ეს სტრატეგიის არქონას კი არ ნიშნავს, ეს არის ჩვენი სტრატეგია სწორედ, რომ დავასახელოთ მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება და მაქსიმალური ეფექტიანობით გამოვიყენოთ ის თანხა, რომლის მობილიზებაც გასაკეთებელი იქნება სწორედ ამ სექტორების დახმარებისათვის“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ეს ფორმატი, რომლის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება მუშობა და ყოველთვის იქნება ის კონკრეტული დრო, როდესაც მიზანშეწონილი იქნება ამა თუ იმ ციფრის დასახელება, რომელიც შემდგომში სავარაუდოდ აღარ უნდა შეიცვალოს.

რომან კაკულიას თქმით, ეკონომიკური კრიზისის, მისი შემდგომი მდგომარეობიდან გამოსვლისათვის არსებულ სპეციალური საბჭოს მუშაობაში ერთი მხრივ, ის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები მონაწილეობენ, რომლებიც დაკავშირებული არიან ეკონომიკასთან, ასევე, შესაბამისი მინისტრები, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ჩარულობით.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა