logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 სოსო ფხაკაძე: ძალიან ეფექტურია ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით ატარებს
სოსო ფხაკაძე: ძალიან ეფექტურია ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით ატარებს
21:01 03.04.2020
ვფიქრობთ, რომ ძალიან ეფექტური იყო და არის ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება ატარებს ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით. ახლა უკვე დღეს იწყება ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავება, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სოსო ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ტიპის პროგრამა ბიზნესის ძალიან აქტიური ჩართულობის გარეშე ვერ შემუშავდება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ბიზნესთან ერთად უნდა შექმნას ძალიან პროფესიული დოკუმენტი, რაც იქნება ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამა.

"დღეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, სხვადასხვა თემებსა და პრობლემებს შევეხეთ. ამ შეხვედრაში მონაწილეობას, გარდა ბიზნესისა, იღებდა რამდენიმე წამყვანი ბანკი. ნებისმიერი ფინანსური დახმარება, დღეს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. ჩვენი ქვეყანა დღეს საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. როგორც კი ეპიდემიოლოგიური პრობლემები მოგვარდება და ჩაცხრება, ეს არის ნომერ პირველი და ბიზნესს აბსოლუტურად სწორი აღქმა აქვს ამ პრობლემების. გასაგებია, რომ ძალიან რთულია დახურული ბიზნესი, ბევრ სექტორში, მაგრამ ის, რომ თუ ამ პრობლემას ვერ მოვერევით, რასაც ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება ჰქვია, მაშინ აზრი არ ექნება. წარმოიდგინეთ, ბიზნესი რომ გავხსნათ, თანამშრომლები როგორ გამოცხადდებიან სამსახურში. ელემენტარული ჭეშმარიტებაა", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, ყველა უნდა დაირაზმოს და უნდა მიეცეს საშუალება ეკონომიკას, ქართულ ბიზნესს, რომ გამოვიდეს ამ მწვავე გამოწვევებიდან.

"დაბრუნდება ნორმალური ცხოვრება, ცალსახად დაბრუნდება, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გაიწეროს, იდენტიფიცირებული უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად ინდუსტრიები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამ ინდუსტრიების უკან, ადამიანები დგანან და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სწორედ ამ ახალი პროგრამის ფარგლებში, რომლის გაწერაც მოხდება, რომლის შექმნაც მოხდება, მაქსიმალურად მოკლევადიან პერიოდში, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს არსებული სიტუაცია, გამოვიდეთ ამ მწვავე კრიზისიდან. დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი, რამდენი ხანი დაჭირდება, რომ ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ, მაგრამ ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ბიზნესს ძალიან კარგად, მთელი სიგრძე-სიგანით გვესმის, ის პრობლემები და გამოწვევები, რაც არსებობს ბიზნესში", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.


სოსო ფხაკაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდში ისეთი ნაბიჯები იყოს გადადგმული, რომ ჩვენ კი არ ჩამოვრჩეთ კონკურენციას, არამედ პირიქით, კიდევ რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყოს ძალიან კონკურენტუნარიანი.

"ჩვენ კარგი მაკროეკონომიკური ტრენდები გვქონდა, შესაბამისად, ეს ანარეკლია იმისა, რა ხდება ბიზნესში და ბიზნესკომპანიები ძალიან კარგად ვითარდებოდა. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ ნიშნულებს, რომელიც კრიზისამდე გვქონდა, მალევე დავუბრუნდებით, მაგრამ ჩვენი მთავარი გამოწვევაც არის, რომ ამ მსოფლიო კონკურენტულ ზონაში, რაშიც საქართველო, როგორც ღია, პატარა ტიპის ეკონომიკა იყო ჩართული, ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ღირსეული ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ამ გამოწვევებმა სულ ახალი შესაძლებლობები მისცეს ქვეყანას ეკონომიკური კუთხით. სწორედ განსხვავებული ტიპით, განსხვავებული ინდუსტრიებით, განსხვავებული მიმართულებებით, ბიზნესის კეთების ახალი მეთოდებით და ასე შემდეგ, ჩვენ შეიძლება გამარჯვებულები გამოვიდეთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა