logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი:  მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იქნება ძალიან მიზნობრივი, კონკრეტული და მიმართული იმ დარგებზე, რომელთაც შესაძლოა ყველაზე მეტი ზიანი მიადგეთ
მაია ცქიტიშვილი: მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იქნება ძალიან მიზნობრივი, კონკრეტული და მიმართული იმ დარგებზე, რომელთაც შესაძლოა ყველაზე მეტი ზიანი მიადგეთ
20:22 30.03.2020
კორონავირუსის ეპიდემია, მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არამედ ეკონომიკის სიჯანსაღეზე აისახება. თითოეული ქვეყანა ამ გლობალურ პანდემიაზე შესაბამისად რეაგირებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მაქსიმალურად ვცდილობდით, შეგვემცირებინა ეკონომიკაზე შესაძლო ზიანი და, სწორედ, ეს იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ვუშვებდით უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას, ვიდრე ეს იქნება იმ რეჟიმში, რომელიც ამოქმედდება ხვალიდან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო პადემიის შედეგად ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი და ადამიანებს სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინათ.

"ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ეკონომიკაზე ზიანი და შეგვენარჩუნებინა, მაქსიმალურად, სამუშაო ადგილები, ადამიანებისთვის მიგვეცა საშუალება, შესაბამისი წესების დაცვით ემუშავათ, მიეღოთ შემოსავალი, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს უკვე მოგვიწია დამატებითი შეზღუდვების დაწესება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკის სიჯანსაღეს შორის,"- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანდემიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის შესახებ პროგნოზის გაკეთება დღეს შეუძლებელია. მისივე თქმით, მთავრობის პასუხი ამ გამოწვევებზე იქნება კონკრეტული და მიზნობრივი, დამოკიდებული ზიანის შეფასებასა და შეზღუდვების მოქმედების პერიოდზე.

"ზიანი პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია იმ შეზღუდვებსა და რეჟიმებზე, რომელიც იქნება დაწესებული. დღეს ამის გათვლა და რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი არ არის. ამიტომ, გავიმეორებ ბატონი გიორგის შენიშვნას და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულიზმი ძალიან სახიფათოა ამ მიმართულებით, ძალიან სახიფათოა არარეალური დაპირებების მიცემა მოსახლეობისთვის. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური პაკეტი იქნება ძალიან მიზნობრივი, კონკრეტული და მიმართული იმ ჯგუფებზე, ეკონომიკის იმ დარგებზე, რომლებსაც ყველაზე მეტი ზიანი შესაძლოა მიადგეთ ამ პანდემიის შედეგად. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე იქნება კონკრეტული, მიზნობრივი და დამოკიდებული იმ კონკრეტული ზიანის შეფასებაზე, რომელსაც ყველა ვნახავთ, ასევე, შეზღუდვების მოქმედების პერიოდსა და იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ვითარება საქართველოში,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღეს მთავრობა არ კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს, შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებები ამოქმედდეს.

"დღეს ჩვენ არ ვკრძალავთ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს, თუ ვერ შევინარჩუნებთ ამ შედარებით დადებით ტემპს დაავადების გავრცელებისა და თუ ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების შემოღება, ამ შემთხვევაში ზიანი იქნება უკვე სხვა, რაზეც სხვა პასუხის გაცემა მოგვიწევს,"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა