logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ვიწყებთ ჰაკათონს, რომლის მიზანია ისეთი ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს
ნათია თურნავა: კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ვიწყებთ ჰაკათონს, რომლის მიზანია ისეთი ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს
22:12 24.03.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ახალ ონლაინ ჰაკათონს იწყებს.

როგორც ჰაკათონის ონლაინ პრეზენტაციაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ჰაკათონის მიზანია ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიქმნას ციფრული პროდუქტის პროტოტიპი, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო დავდექით გლობალური გამოწვევის - კორონავირუსის წინაშე, რომელმაც მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადაგვიყვანა. მინდა მივმართო კრეატიულ ადამიანებს, რომ დაგვეხმაროთ თქვენი იდეებით, რომ ერთად, კრეატიულობით იდეებით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ ინოვაციური იდეები და მოსაზრებები, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში და თვითიზოლაციისა თუ კარანტინის პერიოდი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე გაიარონ. როგორ დავეხმაროთ მათ, რომ დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ ან მიიღონ განათლება ონლაინ რეჟიმში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მსურველებს აპლიკაციების შევსება უკვე დღეიდან შეუძლიათ.
ონლაინ ჰაკათონი Covid 19 - ის წინააღმდეგ სტარტს 2020 წლის 3 აპრილს აიღებს.
ჰაკათონის მონაწილე გუნდებს საშუალება ექნებათ 72 საათის განმავლობაში, მენტორების დახმარებით, იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: ონლაინ მედიცინა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების მონიტორინგი და სხვა.

„პირველი ონლაინ ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, ხოლო გამარჯვებული გუნდი 2020 წლის 5 აპრილს ონლაინ პრეზენტაციების შემდგომ გამოვლინდება.

ონლაინ ჰაკათონში მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2WBKvTQ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა