logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით
ნათია თურნავა: მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით
21:35 24.03.2020
ეკონომიკია და მდგრადი განვიტარების მინისტრი დღეს კიდევ ერთ სამკერვალო საწარმოს ესტუმრა, რომელიც პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო. თბილისში მდებარე საწარმო „მოვი“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ექსპორტზეა პროფილირებული. „საწარმო 100 %-ით საექსპორტოდ აწარმოებდა თავის ნაწარმს, ვიდრე თავს დაგვატყდებოდა კორონავირუსის გამოწვევა. დღეს აქ სრული შემადგენლობით კერავენ პირბადეებს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი დეტალურად გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს, საწარმოს თანამშრომლებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის შესახებ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება პირბადეები დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მთავრობის მიერ წამოწყებულ პროგრამაში.

„პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრეფს ტემპს და ეწყობა. ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზაება, აქამდე ჩვენ პრაქტიკულად, არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, რადგან საჭიროება არ იყო. ახლა სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება ამ პროგრამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნედლეულის მიწოდება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ავაწყოთ რიტმულად და მალე ჩვენი პირბადეები მიწოდებული იყოს ყველა იმ კატეგორიისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავა თქმით, ახლო მომავალში პირბადეების მასობრივი წარმოება ისე აეწყობა, რომ მათი ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდვა გახდება შესაძლებელი. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება - მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ მათი საჭიროება ძალიან სწრაფად გაქრება, თუმცა, ჩვენ უკვე გამოვიტანეთ ერთი გაკვეთილი - ასეთი მარაგი ჩვენივე წარმოების ყოველთვის უნდა გვქონდეს და ასეც იქნება“, - აღნიშნა მან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა