logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მთავრობა აკონტროლებს იმ ობიექტებს, რომელთა საქმიანობაც, ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულია
ნათია თურნავა: მთავრობა აკონტროლებს იმ ობიექტებს, რომელთა საქმიანობაც, ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულია
15:12 24.03.2020
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მკაცრი კონტროლი განხორციელდება ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომლებიც, საგანგებო მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე, შეჩერებულია და კომპანიები თვითნებურად დააპირებენ საქმიანობის განახლებას. ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც კონტროლს ახორციელებენ გაერთიანებული ჯგუფები, რა თქმა უნდა,ეპიდემიოლოგების დ ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით. „როგორც უკვე განვმარტე, ამ ორ მუნიციპალიტეტში მოქმედებს მკაცრი აკრძალვის რეჟიმი და იმ საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ შედის საგამონაკლისო ჩამონათვალში ანუ არ არის დაკავშირებული კვების მიწოდებასთან, ან სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან, მაგალითად ელექტროენერგიის, გაზის, საწვავის მიწოდებასთან და მათი საქმიანობა ხდება დახურულ სივრცეში, იქნება დროებით შეჩერებული, განხორციელდება კონტროლი და გარკვეული ჯარიმებია გათვალისწინებული“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა ისეთი სამუშაოები, რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. „ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში“ - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს, მინისტრის თქმით, იქ შეზღუდული საქმიანობების ჩამონათვალი არ არის ძალიან დიდი, თუმცა, აქაც არის ჯარიმები და ამასაც ხელისუფლება აკონტროლებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა