logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა ისე, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაში
გიორგი გახარია: ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა ისე, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაში
09:55 18.03.2020
საქართველო, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები, ისევე, როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარია, რა შედეგით და რა დანაკლისით, მთავარია, როდესაც ჩვენ დავძლევთ ამ გამოწვევას - COVID19-ს, ჯანდაცვის, ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობის გამოწვევას, სად იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, ჩვენი სოციალური ქსოვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ღონისძიებების ეფექტურობის მაჩვენებელი იქნება სწორედ ის შედეგი, რომლის ფასადაც ქვეყანა აღნიშნულ გამოწვევას გადალახავს.

„გლობალური კონკურენცია ჯერ არავის გაუუქმებია და ვერავინ გააუქმებს. როგორც კი მსოფლიო ამ გამოწვევას დაძლევს და რა თქმა უნდა, დაძლევს, ახალ გლობალური კონკურენციაში ჩავერთვებით და ის რესურსები, რომელსაც დღეს ვუფრთხილდებით და რასაც მე ბალანსს ვეძახი, არის, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა ისე, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაშიც, ჩვენს სოციალურ ქსოვილშიც, პოლიტიკურ კულტურაშიც და კიდევ ბევრ რამეში. ეს არის ყველაზე დიდი ეფექტურობა. შესაძლებელია, დღეს ქვეყანაში ჩავაქროთ შუქი, გამოვაცხადოთ სრული საგანგებო მდგომარეობა, სრული კარანტინი, თითოეული მოქალაქე ვაიძულოთ, დარჩეს სახლში, გაქრეს ყველა სამუშაო ადგილი, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური. როდესაც ამ გამოწვევას დავძლევთ, ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელი საბოლოო ჯამში იქნება, რა ძალისხმევით, რის ფასად, რა დანაკარგებით გადავლახეთ ეს. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოვერევით, ჯერჯერობით ბევრ სხვაზე უკეთ გამოგვდის. ამ წარმატების გასაღები არ არის მხოლოდ მთავრობა, მხოლოდ ხელისუფლება, ამ წარმატების გასაღები მთლიანად საზოგადოებაა“, - აღნიშნა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა