logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
  სოსო ფხაკაძე:  ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე, არ არსებობს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი
სოსო ფხაკაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე, არ არსებობს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი
09:36 15.03.2020
თუ თეორიულად რომელიმე ქვეყნიდან და ჩვენი ქვეყანა, იცით, იმპორტზეა დამოკიდებული, თუ რომელიმე ქვეყნიდან მოწოდების არხები ნებისმიერი მიზეზით გადაიკეტება, ხელისუფლება მზად არის, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რაც არ უნდა დაჯდეს, ის ძირითადი პროდუქტები, რაც აუცილებელია ჩვენი მოსახლეობისა და ყოველდღიური საჭიროებისათვის, ეს პროდუქტები მაინც ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, იყოს სუპერმარკეტების დახლებზე, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" დირექტორმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრისა და სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


"ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი შეხვედრა იყო. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ სუპერმარკეტებში, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელებში. ესენი არიან მოლარეები, კონსულტანტები, საწყობის თანამშრომლები და ა.შ. ისინი მართლაც ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს ვუხდი პირადად და მთლიანად ასოციაციის სახელით ძალიან დიდ მადლობას, რომ ისინი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და იმ მთელი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რასაც ჰქვია კომპანიასა და თანამშრომლებთან ეფექტურ და ეფექტიან თანამშრომლობას, ამ ყველაფრის დაცვით აგრძელებენ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ჩვენი მომხმარებლების გვერდში დგომას.


მე ვფიქრობ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ბიზნესის იმ სექტორმა, სადაც მოსახლეობას ჩვენ ყოველდღიურად ვეხმარებით და ვაწვდით განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სერვისებს, რაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გახდა მნიშვნელოვანი, ერთი წუთიც უკან არ დავიხიოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე შევასრულოთ.
თქვენ დღეს აქ ხედავთ ყველა ქსელს, თუ რამე ქსელია საქართველოში წამყვანი სუპერმარკეტების. ასევე, ფიზიკურად არ გვესწრება, მაგრამ პროცესში ინტეგრირებულია მთლიანად ჩვენი ერთ-ერთი წევრი კარფური. უბრალოდ, მათ თავიანთი შინაგანაწესი აქვთ და მისი უცხოელი დირექტორი ფიზიკურად ვერ გამოცხადდა ჩვენთან. თუმცა, ბოლო 3 დღის განმავლობაში ჩვენ შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი მთავრობასთან ერთად. ჩართულია ყველა ქსელი და ხვალიდან მათ დაემატება დისტრიბუტორები და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე. არ არსებობს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი , - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


"ვისოლ ჯგუფის" დირექტორის თქმით, რაც შეეხება ლოგისტიკურ ხაზებს, დღესაც, ბევრი კონტეინერი არის გზაში და ისინი ან განბაჟების რეჟიმში არიან და ან მალერ მოუახლოვდებიან ჩვენს ქვეყანას. მისი განცხადებით, წყვეტა აქაც არ არის.


სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათი აქტიური როლი ძალიან მნიშვნელოვანია.


"აჟიოტაჟური პანიკური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ადამიანები, ხშირ შემთხვევაში რაციონალურად არ მოქმედებენ და ეს არავის ბრალი არ არის აბსოლუტურად. ისინი მოქმედებენ იმ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია და ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, სწორი, სამართლიანი და ობიექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ პრობლემა არ დგას და ჯობია, ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი, რომელიც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, ალბათ 80, თუ კიდევ უფრო მეტი პროცენტით წარიმართა სუპერმარკეტებში, ეს ასე არ მოხდეს და ადამიანებმა დაზოგონ ეს თანხები სხვა საჭიროებებისთვის. და ეს საჭიროებები ქართულ საზოგადოებას, გარდა სურსათის შეძენისა, უდგას", - განაცხადა სოსო ფხაკაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა