logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება
მაია ცქიტიშვილი: ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება
09:34 15.03.2020
ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა გამოიხატება იმაში, რომ არ ავყვეთ ზედმეტ ემოციებს, არ ავყვეთ პანიკას, ძალიან კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი ძალიან მჭიდროდ და კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და სასურსათო მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, ან პანიკური ქმედებების აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არავითარი საჭიროება არ არსებობს.

"ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ განვიხილავთ, შესაბამისად გარკვეული ტიპის პროდუქციის ჭარბი რაოდენობით შესყიდვის არანაირი საჭიროება არ არის. მთელს მსოფლიოში, არაორდინარული ვითარებაა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, ჩვენს უკლებლივ ყველა ნაბიჯს ვთვლით წინასწარ, ვახორციელებთ ძალიან ბევრ პრევენციულ ღონისძიებას, სამთავრობო უწყებები და ჩვენი ეკონომიკის ყველა სექტორის წარმომადგენელი ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან აქტიურად მუშაობენ. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის მოლარე, კონსულტანტი, ფარმაცევტი, თუ ნებისმიერი სხვა. ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მოსახლეობას ემსახურება, ნამდვილად საჭიროებს დაფასებას თითოეული მოქალაქის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი გასცემს და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პანიკას", -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა