logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: ჩვენს ქვეყანაში არ არის არავითარი შეფერხება პროდუქტების და სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით
მაია ცქიტიშვილი: ჩვენს ქვეყანაში არ არის არავითარი შეფერხება პროდუქტების და სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით
09:32 15.03.2020
ჩვენს ქვეყანაში არ არის არავითარი შეფერხება პროდუქტების და სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით; ყველა სავაჭრო ქსელში უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და სასურსათო მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერი სავაჭრო ქსელში მომატებულ აქტივობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრ სავაჭრო ქსელში დაფიქსირდა ცალკეულ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა და გარკვეულ შემთხვევაში ცარიელი დახლებიც.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მუდმივ რეჟიმში კონტროლდება მარაგების რაოდენობა და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს პანიკისა და გადაჭარბებული მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

"მიუხედავად იმ ბევრი გამოწვევისა, რომელსაც მთელი საზოგადოება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აწყდება, საქართველოში ეპიდემილოგიური და ჯანდაცვის კუთხით, ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში ძალიან კარგი ვითარება გვაქვს. გვყავს 30 პაციენტი, ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ვითარებას, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი და არ გვაქვს საფუძველი, რომ ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდში. ვიღებთ იმ ზომებს, რომელიც საჭიროა სოციალური დისტანცირებისთვის, ზედმეტი შეკრების მაქსიმალურად შესაზღუდად ან ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი მაღაზიების თუ სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, იმ აუცილებელი პროდუქტების მუდმივ მოწოდებაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბიზნესთან ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა