logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდში, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკის შემობრუნება იმ ნიშნულზე, რომელზეც ამ დრომდე ვიყავით
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდში, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკის შემობრუნება იმ ნიშნულზე, რომელზეც ამ დრომდე ვიყავით
09:29 15.03.2020

ჩვენი ამოცანაა, პოსტკრიზისულ პერიოდში, მალევე მოვახდინოთ ეკონომიკის შემობრუნება იმ ნიშნულზე, რომელზეც ამ დრომდე ვიყავით და ეს ნიშნული საკმაოდ სოლიდური იყო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე

მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში."


მისი თქმით, საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში დაწესებული საგადასახადო შეღავათები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ტურისტული სექტორისთვის.


"საუბარია 18 000-მდე სუბიექტზე, აქედან ლომის წილი სასტუმროებს უკავიათ, მაგრამ ასევე, არის კაფეები, რესტორნები და სხვა ტიპის ორგანიზაციები. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ პროგრამის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2 000 სასტუმროს, რომელმაც შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.


"ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ბანკების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი გეგმები და ვთხოვეთ, წარმოედგინათ წინადადებები, რისი გაკეთება შეეძლოთ. მათი ინიციატივა, ასევე, ძალიან მისასალმებელია და გულისხმობს 3 თვით სესხის გადავადებას არა მარტო ამ ბიზნესისთვის, არამედ ფიზიკური პირებისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ფიქსირდებოდა პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები.


"ჩვენ, ბოლო ორი წელი ვიზრდებოდით არანაკლებ 5 პროცენტისა. მიმდინარე წლის იანვარშიც ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტი. წელი საკმაოდ ოპტიმისტურად დაიწყო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს ვართ ამ სიტუაციაში და ყველა ჩვენი ინიციატივა მიმართული იქნება მოსალოდნელი შედეგების მინიმიზაციისკენ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება დღგ-ის დაბრუნების პროცესი და წელს დასაბრუნებელი თანხები გაორმაგდება.


"ეს დამატებითი სტიმული იქნება ბიზნესისთვის და ამ შემთხვევაში, ეს შეეხება მთლიანად ბიზნესსექტორს. სწორედ ასეთი მასიური დღგ-ის დაბრუნება, რომელიც იქნება მიზნობრივი, ფოკუსირებული და მოიცავს ყველა სექტორს, იქნება დამატებითი სტიმული ეკონომიკისთვის. ყველაფერი ეს ,იმუშავებს კრიზისის შემდგომ პერიოდში. დღეს, ყველა ეკონომისტი, ევროპული სახელმწიფოს მთავრობათა მრჩეველი ეკონომიკის დარგში ამბობს, რომ პირველი რიგის ამოცანაა, არ მივცეთ ამ ვირუსს გავრცელების საშუალება, ჯანდაცვის სისტემა იყოს მდგრადი, არ მივიღოთ სოციალური, ჰუმანიტარული კრიზისი, რომლის მოწმენიც ჩვენ, პრაქტიკულად, ვართ. შესაბამისად, სწორედ ეს არის რიგით პირველი ამოცანა. ყველაფერი დანარჩენი ემსახურება ამ პროცესის შემდგომ პერიოდს", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა