logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
 ნათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გადალახავს შექმნილ სირთულეებს და  განვითარების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით
ნათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გადალახავს შექმნილ სირთულეებს და განვითარების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით
22:22 14.03.2020
მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ეკონომიკური გუნდი ძალიან დროულად რეაგირებს და სადაც ვხედავთ, რომ ბიზნესს უჭირს, ყველგან პრევენციულ ნაბიჯებს ვდგამთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე ტურიზმი ფაქტობრივად შეწყდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად და ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, რამაც გარკვეული ნეგატიური მოლოდინები გააჩინა ამ კუთხით.



როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ლარის კურსის გარკვეული ცვალებადობა პანიკისა და ნეგატიური მოლოდინების შედეგია , ასევე ბევრი სხვა ნეგატიური პროცესის, რომელიც შეიძლება განვითარდეს.



"თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური გუნდი, მთავრობა ძალიან დროულად რეაგირებს და სადაც ბიზნესს უჭირს, პრევენციულ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ უპრეცედენტო მხარდაჭერის ზომები - 1 მილიარდი ლარის რესურსი გავაჩინეთ ბიზნესში, რათა ბიზნესმა ჩვენთან ერთად ღირსეულად გადაიტანოს ეს დროებითი გამოწვევა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა შექმნილ გამოწვევას ძალიან ჯანსაღი დახვდა და ამის დასტურია წინა წლების საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი.



მისივე თქმით, იანვარშიც კი, როცა კორონავირუსი უკვე გავრცელებული იყო ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ მხოლოდ პოზიტიური დინამიკა გვქონდა.



"ყოველივე ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გადალახავს შექმნილ სირთულეებს. შეძლებისადგვარად, შერბილებული იქნება ეს ნეგატიური ზემოქმედება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივი განვითარების ტემპსა და რიტმს", - განაცხადა ნათია თურნავამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა