logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ
ნათია თურნავა: ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ
17:37 13.03.2020
ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ოთხი თვის განმავლობაში გადაუვადდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის მთლიანად საქართველოს სასტუმროების და რესტორნების ინდუსტრია, ეს არის ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა, ტურისტული ინდუსტრიის მომიჯნავე ინდუსტრია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას.

ნათია თურნავას თქმით, გადასახადების გადავადების საკითხი სწორედ ტურიზმის ინდუსტრიის მხრიდან დაისვა .

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან კონსტრუქციული დიალოგისთვის ტურიზმის სექტორს. საუბარი იყო არა რაიმეს პატიებასა და შემცირებაზე, ან რაიმე განსაკუთრებულ შეღავათზე, არამედ, სექტორს აქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე თვეში ეს გამოწვევა გადალახული იქნება, შესაბამისად, მათ გვთხოვეს გადასახადების გადავადება, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს ერთი მხრივ ტურიზმის სექტორს იმის საშუალებას აძლევს, რომ გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს, და საკმარისი რესურსი დარჩეს თავად ამ დარგში, მიმდინარე ხარჯები და ტვირთი შეუმცირდეთ და ამავდროულად მოემზადონ იმ მომენტისთვის, როცა ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა აღდგება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში აღდგება ჩვენი ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა. ეს იყო მათი თხოვნა, აბსოლუტურად კორექტულად დასმული , ვინაიდან ეს არის დროებითი გამოწვევა და ერთად ყველანი გადავლახავთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა