logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: კორონავირუსის ეპიდემია საფრთხეს უქმნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არაა
გურამ ნიკოლაშვილი: კორონავირუსის ეპიდემია საფრთხეს უქმნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არაა
18:48 11.03.2020
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემია ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

როგორც გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, პირველ რიგში რისკ ჯგუფში ექცევა ტურიზმის ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, სადაც პირდაპირ დაფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის კლება.

“კორონავირუსის ეპიდემია ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მომავლის პროგნოზი დამოკიდებულია სიტუაციის განვითარების ორ სცენარზე. გაზაფხული დადგომასთან ერთად დაიწყებს თუ არა ვირუსის გავრცელება შემცირებას, რაც ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ მიუხედავად ამისა ის კვლავაც გააგრძელებს გავრცელებას. თუ ვირუსის გავრცელება შენელდა, შემცირებული ბიზნეს აქტივობა კვლავ გაიზრდება ზაფხულში, მაგრამ თუ არსებული ვითარება გაგრძელდა, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვზე მომხმარებლის ქცევა უდიდეს გავლენას იქონიებს. ადამიანები შეზღუდავენ ხარჯვას და შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკა სერიოზული რეცესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ობიექტური გარემოებების გარდა, რაც ცდება ჩვენს კონტროლს, არსებობს სუბიექტური ფაქტორები, რაც უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ. ამ ეტაპზე ჩვენ უძლური ვართ ვიცოდეთ, რა მომავალი აქვს COVID-19-ის სახელით ცნობილი ვირუსის გავრცელებას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ გასაქანი პანიკას, უნდა დავიცვათ თავი მაქსიმალურად და გავითვალისწინოთ ჯანდაცვის რეკომენდაციები გარესამყაროსთან კონტაქტისას და შევეცადოთ მშვიდად გავაგრძელოთ ყოველდღიური საქმიანობა” - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა