logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ფორბსი: აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა წაახალისოს
ფორბსი: აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა წაახალისოს
20:55 06.03.2020
„რატომ მოუნდა უცებ ყველას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება?“ - ამ სათაურით აქვეყნებს საერთაშორისო გამოცემა „ფორბსი“ სტატიას, სადაც გაანალიზებულია აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მთავარი ფაქტორები და პერსპექტივები.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, ასევე საუბარია აშშ - ის გავლენიანი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების - კონსერვატიული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის წარმომადგენლების - ჯეიმს კარაფანოსა და ალექსის მრაჩეკის, აგრეთვე ყოფილი კონგრესმენის ფლორიდის შტატიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტრიბუნალის ყოფილის თავმჯდომარის ჯეიმს ბაქუსის მხრიდან საქართველოსთან აშშ - ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერაზე.

სტატიის თანახმად, ჯეიმს კარაფანოსა და ალექსის მრაჩეკის მოსაზრება ეფუძნება Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველო და ლუქსემბურგი ერთ პოზიციაზე არიან, ხოლო 2019 წელს ინდექსში საქართველოს ადგილი ლუქსემბურგის პოზიციაზე 1 პუნქტით უკეთესიც კი იყო.

„ფორბსში“ თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებია მომსახურების სექტორი, ტურიზმი, ნედლეული, ღვინო და მსუბუქი მრეწველობა. სტატიის თანახმად, საქართველოს მაღალი პოზიცია აქვს საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა.

სტატიაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებულია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან. „6 წლის წინ, საქართველომ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც ნიშნავს ტვირთების თავისუფალ გადაზიდვას და მოქალაქეთა თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და თურქეთთან. დაახლოებით 8 წელია, რაც Heritage Foundation-ი აქტიურად უჭერს მხარს აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, ასახელებს რა მსგავს შეთანხმებას ჩინეთთან, როგორც ამისთვის კიდევ ერთ საკმარის მიზეზს“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ორგანიზაცია PwC-ის 2018 წლის მაისის კვლევის პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოსა და აშშ - ის შორის ასეთი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემდგომი 3 წლის განმავლობაში, 2 ქვეყანას შორის საქონლის ბრუნვა გაიზრდება და 2023 წლისთვის იქნება 515 მილიონი დოლარით მეტი იქნება.

სტატიის თანახმად, ამჟამად საქართველოში 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროში, ძირითადად სასტუმროების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სექტორებში.

„აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება წაახალისოს საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა“, - აცხადებს Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის შესწავლის განყოფილების დირექტორი ლუკ კოფი. მისი შეფასებით, აშშ - საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო, რადგან ამით გაძლიერდება აშშ-ის პოზიციები რეგიონში, ხოლო საქართველო მიიღებს დახმარებას თავისი ეკონომიკის განვითარების და დასავლურ კაპიტალისტურ დემოკრატიებთან დაახლოების კუთხით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა