logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: სწორი და აუცილებელია, ენერგოეფექტური ღონისძიებები ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს
დავით თვალაბეიშვილი: სწორი და აუცილებელია, ენერგოეფექტური ღონისძიებები ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს
21:26 05.03.2020
„კვლევები აჩვენებს, რომ აუცილებელია და სწორია ის კურსი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ ენერგოეფექტური, ენერგოდამზოგავი ღონისძიებები მომავალი წლების განმავლობაში შემოღებული იყოს საკანონმდებლო დონეზე“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ეხებოდა ენერგოეფექტურობის გავლენას როგორც ზოგადად ეკონომიკასა და ენერგეტიკის სექტორზე, ასევე განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. აღნიშნული კვლევა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით მომზადდა.

„დღეს პარტნიორ დონორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დავუდასტურეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო აღებულ ვალდებულებებს ასრულებს - მომზადებულია ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი კანონის პროექტი, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში და დასრულდება აპრილის ბოლოსთვის. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყანაში ენერგოეფექტური ღონისძიებების საკანონმდებლო დონეზე დანერგვას და სხვადასხვა კუთხით ზუსტად იმ პოზიტიური შედეგების მიღწევას, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკაზე და მის სხვადასხვა სექტორებზე ენერგოეფექტურობის გავლენას ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკს შეუძლია მთავრობას მხარი დაუჭიროს მიმდინარე დიალოგის გზით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების გაძლიერებაზე, ასევე იზოლაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდაზე როგორც საჯარო შენობებში, ისე კერძო შინამეურნეობებში. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ფინანსური დახმარება გავუწიოთ მთავრობას, რათა მას შეეძლოს ქვეყნის განახლება ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად“ - აღნიშნა მოლინეუსმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის, ვინსენტ რეის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს იმ საინვესტიციო პროგრამით, რომელიც შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. „ჩვენ ველოდებით პარლამენტის მიერ „შენობებში ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონის მიღებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი და შეეხება კერძო სექტორსაც, რადგან აღნიშნული საქმიანობა გულისხმობს ინვესტიციებს, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას. ვფიქრობთ, რომ საქართველო მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ამ საინვესტიციო პროგრამით, რადგან ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს ახალი ბაზრების შექმნით, ხოლო ჩვენს შვილებს ექნებათ უფრო ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება“ - განაცხადა ვინსენტ რეიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა