logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის ოფისს მიმართავს
გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის ოფისს მიმართავს
21:13 05.03.2020
„ვამზადებ შესაბამის წერილს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის ოფისში გასაგზავნად, თუ რამდენად შესაფერისია ეს ადამიანი, რომ წარმოადგენდეს და საუბრობდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის სახელით”,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო - საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აცხადებს, გუშინ ბატონმა ფადი ასლიმ თავის ფეისბუქ გვერდზე, გამოაქვეყნა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) პრესრელიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მე მას სიცრუეში ვადანაშაულებ და შეცდომაში შემყავს საზოგადოება.

ვინაიდან ჩვენს შორის დაწყებული პოლემიკა ცალსახად გასცდა პირად მოსაზრებებს, დამდო პატივი და გადაიყვანა ორგანიზაციის დონეზე, ვიტოვებ უფლებას პირველ რიგში მივმართო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის საბჭოს წევრებს: პირველ ვიცე- თავმჯდომარეს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს, მეორე ვიცე - თავმჯდომარეს მაია სიდამონიძეს, ასევე ლექსო ალექსიშვილს . არიან თუ არა ისინი ამ პოლემიკის საქმის კურსში და ეთანხმებიან თუ არა ორგანიზაციის თავმჯდომარის მხრიდან პოლემიკაში გამოყენებულ აშკარად შეურაცმყოფელ სიძულვილის ენას და ასევე, საქართველოს ეკონომიკის შეფასებებს იმ ციფრების მანიპულირებით, რომელსაც ის იყენებს.

ამასთან, ვამზადებ შესაბამის წერილს პარიზში გასაგზავნად ორგანიზაციის სათავო ოფისში, თუ რამდენად შეეფერება ეს ადამიანი წარმოადგენდეს და საუბრობდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის სახელით.

აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მსურს გავაკეთო განმარტება ამ საკითხზე. ბუნებრივია, მის ყოველგვარ ზღვარგადასულ ლექსიკაზე ამჯერად თავს არ შეგაწყენთ. ის თავადაც შეგიძლიათ იხილოთ მისი ფეისბუქ გვერდიდან.

რამდენიმე სიცრუე ფადი ასლის კომენტარებიდან, რომელიც მან ბოლო პერიოდში ქართულ მედიასთან და ფბ გვერდზე გააკეთა:

1.თავდაპირველად ფადი ასლიმ განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ დოლარში შემცირდა.

ეს ტყუილია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის ოქტომბრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2012 წელს ნომინალური მშპ აშშ დოლარში იყო -15.487 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელის მიხედვით-15. 925 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისად, 438 მილიონი აშშ დოლარით მეტი.

2. მეორე დღეს ფადიმ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2013-2018 წლებში აშშ დოლარში შემცირდა. ესეც ტყუილია. რამეთუ, 2013 წელს ნომინალური მშპ იყო 16.140 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2018 წელს 16.209 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისად, ეს მონაცემიც 69 მილიონი აშშ დოლარით მეტია.

3.იმავე დღეს იმავე პოსტში ფადი ასლიმ გამოაცხადა, რომ 2013 წელთან შედარებით 2019 წელს ნომინალური მშპ აშშ დოლარში შემცირდა. ესეც ტყუილია, ოღონდ მანიპულაციის გამოყენებით. და აი რატომ: ფადიმ საქსტატის ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი 2013 წლის ნომინალური მშპ შეადარა სსფ-ს მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულ 2019 წლის ნომინალურ მშპ -ს ძველ საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც გარდა იმისა რომ ძველია გამოქვეყნების თარიღის მიხედვით, ის ძველი მეთოდოლოგიითაც არის დაანგარიშებული (SNA -2003). რაც მთავარია, სავალუტო ფონდმა 2020 წელს თავად განაცხადა რომ ეკონომიკის ზრდამ 2019 წელს სსფ - ის პროგნოზს გადააჭარბა. 2019 წლის მონაცემს ახალი მეთოდოლოგიით(SNA 2008) სავალუტო ფონდი აპრილში აქვეყნებს, იქამდე კი ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი 2013 წლის მშპ- ს შედარება ძველი მეთოდოლოგიით დათვლილ და მოძველებულ 2019 წლის მშპ-ს პროგნოზზე (მითუმეტეს, რომელიც არ გამართლდა) არის დაუშვებელი.


4. ბატონი ფადი ასლი თავის განცხადებაში, მათ შორის ბოლო საერთაშორისო სავაჭრი პალატის პრესრელიზში აცხადებს, რომ სავალუტო ფონდი არასდროს არ იყენებს ეკონომიკის დასათვლელად მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის PPP მეთოდს, რაც ასევე არის ტყუილი. როგორც სავალუტო ფონდი, ისე მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, სხვადასხვა სოლიდური საერთაშორისო ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები და გამოცემები, ქვეყნების მშპ-ებს ანგარიშობენ როგორც რეალური, ისე ნომინალური და ასევე PPP მეთოდების დახმარებითაც. ამის გადამოწმებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ამ შეფასებითაც 2013 წლიდან 2018 წლამდე ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 8.7-დან 11.4 ათას აშშ დოლარამდე არის გაზრდილი.

ბატონი ფადი მიზანმიმართულად იყენებს რა მცდარ რიცხვებს და დასკვნებს, მათ შორის პოლიტიკური მიზნებისათვის, საბოლოო ჯამში წარმოადგენს ისტორიული ქრონიკის ფალსიფიკაციის და მოდელირების უბადრუკ მცდელობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა