logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყატარს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტულ გზას ვთავაზობთ
ნათია თურნავა: ყატარს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტულ გზას ვთავაზობთ
13:24 03.03.2020
ყატარში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყატარის სახელმწიფო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითის შეხვდა. შეხვედრაზე ყატარის მხარემ ინტერესი გამოთქვა აბრეშუმის გზის გავლით უფრო მეტად დივერსიფიცირებული სატრანსპორტო გასასვლელი მოიპოვოს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩვენს დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტული გზა შესთავაზა.

„ყატარის მთავრობას აინტერესებს როგორც საქართველოს გავლით სახმელეთო გზების გამოყენება, ასევე ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება და შავ ზღვაზე გარკვეული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფა. ასევე აინტერესებთ ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისების განვითარება. დღეს უკვე არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ყატარული ტვირთი მოძრაობს ჩვენს დერეფანში, მაგრამ გვინდა, უფრო სისტემური ხასიათი მივცეთ ამ ტვირთების მოძრაობას და ყატარელები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში შემოვიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან პოზიტიური დიალოგი შედგა, რასაც შემდგომში კერძო კომპანიების ჩამოსვლა და კონკრეტული პროექტების შეთავაზება მოჰყვება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ყატარის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მოლაპარაკება გაიმართა საჰაერო მიმოსვლის ინტენსიფიკაციაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო დოჰა-ბათუმის პირდაპირი რეისების განხორციელებას სეზონურად.

„როგორც იცით, ყატარის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავს - კვირაში 14 რეისს ასრულებს დოჰა-თბილისის მიმართულებით. ჩვენ შევთავაზეთ ბათუმის რეისის დამატებაც, თუნდაც სეზონურად და უახლოეს ხანებში ველოდებით მათგან პასუხს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა