logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
18:16 28.02.2020
„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის” - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველო კვლავ ლიდერობს რეგიონში და საინტერესოა, რომ გაუმჯობესება დაფიქსირებულია იმ ფონზე, როდესაც შარშან ზაფხულში ქვეყანამ მცირე პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა.

„მნიშვნელოვანი როლი გაუმჯობესებაში ითამაშა პრესის თავისუფლების ინდექსმა, სადაც აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში არსებული სპეკულაცია რუსთავი-2-ის გარშემო დასრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მთლიანად დაადასტურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას ხელი არ შეუშლია ჟურნალისტებისთვის ერთდროულად ორი ახალი ტელევიზია გაეხსნათ. ცხადია, რომ ეკონომიკაზე გავლენა აქვს ყველაფერს, თავისუფლების ინდექსსაც, არჩევნებსაც, ეკონომიკურ მოლოდინებსაც და კორონავირუსსაც. საინტერესოა ის, თუ როგორ ახერხებს ხელისუფლება გაუმკლავდეს აღნიშნულ მიმდინარე პრობლემებს და შეინარჩუნოს ჯანსაღი ეკონომიკაც და ზრდის ტემპიც” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ამასთან, გადაცემის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იანვარში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე. გურამ ნიკოლაშვილმა ასევე ისაუბრა ბრიტანული ჟურნალ „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს” ეგიდით და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“, რომლის მიზანი იყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების განხილვა გლობალურ კონტექსტში. კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო სამი პანელი გაიმართა. საქართველოს მთავრობა კი რამდენიმე მინისტრით იყო წარმოდგენილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა