logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე, რაც, მთლიანობაში, ჩვენი საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს
ნათია თურნავა: აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე, რაც, მთლიანობაში, ჩვენი საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს
20:23 27.02.2020
„აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან განვიხილეთ ერთობლივი ლოგისტიკური პროექტები, რომლებზეც, ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ თბილისშიც, აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ვავითარებთ, მათ შორის, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და, რასაკვირველია, ამას დატვირთვა და განვითარება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად დერეფანი ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით, პირველ რიგში კი, ეს დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაქოში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, მიქაელ ჯაბაროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას შეფასებით, ძალიან მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება ორ სახელმწიფოს შორის, ეკონომიკის სამინისტროებს შორის, რაც ხელს უწყობს ერთობლივი სატერმინალო პროექტების განვითარებას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებული ტემპით დასრულებას და ა.შ. „ასევე ვსაუბრობთ სრულიად ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე, რომელშიც შესაძლებელია, ჩაერთოს აზერბაიჯანის კერძო თუ სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები, რაც, მთლიანობაში, ჩვენი საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ორ უწყებას შორის ასევე საუბარია დიდ, ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე, რადგან საქართველო ძალიან სწრაფად ავითარებს თავის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ახალ გენერაციის ობიექტებს. „მე გავაცანი ჩემს კოლეგას ახალი ინიციატივა, რაც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროხაზის გაყვანას, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან. პროექტს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მნიშვნელობა, კომერციული მიმზიდველობა მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მასში მიიღებს მონაწილეობას რეგიონი და მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც არის ჩვენი საიმედო პარტნიორი, რადგან მონაწილეობს ჩვენი ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში იმ პერიოდებში, როდესაც საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან.

მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ექსპერტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გიორგი ვაშაყმაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გივი ბახტაძე; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან კანკავა; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბიჭიაშვილი; სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ონიანი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა