logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა
17:57 26.02.2020
“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ინვესტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაცია და მაღალი ნდობა, რისთვისაც საჭიროა რეფორმების გაგრძელება.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ რეიტინგი გაგვიუმჯობესდა, ეს ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების ან სხვადასხვა პოპულისტური ზეწოლის დროს, ხელისუფლება აღმოჩნდა მდგრადი მოკლევადიანი სტრესის მიმართ და ჩააბარა ე.წ. სტრეს ტესტი. ამ ყველაფერს მოსდევს შესაბამისი ნდობა და რეპუტაცია. სწორედ ამის თანმდევია ინვესტიციები, იაფი ფული, სხვადასხვა სახის დახმარებები. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე. აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების გაძლიერება. რეგიონში ეს ადგილი უნდა იყოს მიმზიდველი როგორც ინვესტორისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა და კონფერენციებისთვის, პროფესიული თუ საერთაშორისო ფორუმებისთვის. ამისთვის ერთი მხრივ, ინსტიტუციები უნდა იყოს ძლიერი, მეორე მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და მდგრადი, არ უნდა იყოს მოწყვლადი პოლიტიკურ კონიუნქტურისა და ზეწოლის მიმართ. ზოგ შემთხვევაში, მწვავე კრიტიკის მიუხედავად, არ უნდა გადავუხვიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენ თუ ამას შევინარჩუნებთ, რასაკვირველია, საშუალო და გრძელ ვადაში შედეგი არ დააყოვნებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა