logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
ივანე მაჭავარიანი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
14:52 26.02.2020
სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს.

კონფერენციის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არის დაბალი რეგულირება, რასაც მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა შენარჩუნდეს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ დღეს, ჩვენ უკვე თამამად ვსაუბრობთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე, რომელიც დაიწყო 13 %-დან და დღეს, ეს მაჩვენებელი 4-5%-ის ფარგლებშია. ეს პირველ რიგში, გამოიწვია იმან, რომ ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ თავისუფალი გაცვლითი კურსი, თავი შევიკავეთ ლარის ხელოვნური გამყარებისკენ გადასადგმელი ნაბიჯებისგან, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა. მეორე ნაბიჯია რეგულირების ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია. თუ ვაკეთებთ რეგულაციას, მაქსიმალურად ჭკვიანური და ხარისხიანი უნდა იყოს. სტრუქტურული ცვლილებების მესამე ძლიერი მხარე იყო ის, რომ საჯარო სექტორში მიმდინარე ხარჯებზე მაქსიმალური კონტროლი დაწესდა. გარდა ამისა, 2017 წელს განხორციელდა რეფორმა, სადაც ეს ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე სხვადასხვა პრეზენტაციებში გვინახავს, რომ ჩვენი საჯარო სექტორი, ჩვენი ბიუროკრატია, ხარჯების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მცირეა მსოფლიოში. ამან მოგვცა საშუალება, ჩვენი სახსრები მიგვემართა კაპიტალური დანახარჯებისთვის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, როგორიც არის: ავტობანები, განსაკუთრებით, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, უამრავი სხვა მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი პროექტები. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გაუმჯობესება იყო -მიმდინარე ხარჯების შეკავება და გამოთავისუფლება ფისკალური სივრცის უფრო მნიშვნელოვანი - ზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯებისთვის”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა