logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს
ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს
20:48 20.02.2020
„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე. ამ მხრივ მართლაც კარგი მიღწევები გვაქვს“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „ტექნოპარკში“ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს 5 წლის მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სტარტაპების მხარდაჭერის პირველ პროგრამას, რომელიც 100 000-იანი გრანტებით დაფინანსებას გულისხმობდა. მინისტრის თქმით, პროგრამისადმი ინტერესი იყო ძალიან დიდი და საჭირო გახდა მისი შემდგომი გაგრძელება, პროგრამას მთავრობის მხრიდან დაემატა 650 000-იანი გრანტები.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს უკვე 60-მდე ბენეფიციარია დაფინანსებული, რომლებიც ძალიან მკაცრი პროცედურების შედეგად შეირჩა. ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, მიხარია, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე სტარტაპი, რომლებმაც აღიარება ჰპოვეს გლობალურ ბაზარზე. სტარტაპი ვითარდება საქართველოში, მაგრამ თავის დანიშნულებით ის არ ეკუთვნის ერთ რომელიმე ქვეყანას, ჩვენი ამოცანა კი სწორედ ასეთი გლობალური სტარტაპების მხარდაჭერაა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს, რომელიც, მინისტრის განცხადებით, აქტიურად არის ჩართული და სულ უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სტარტაპების შემდგომი დაფინანსების და განვითარების მიმართ.

„მსურს, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს - მსოფლიო ბანკს, ევროკავშირს და სხვა ორგანიზაციებს. ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების რიცხვი, ვინც გვეხმარება და მსურს ყველას მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სტარტაპები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა