logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა და შალვა კერესელიძემ „საგურამოს ფერმა" მოინახულეს
ლევან დავითაშვილმა და შალვა კერესელიძემ „საგურამოს ფერმა" მოინახულეს
12:56 16.02.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა- მთიანეთის რეგიონის რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად, გიორგი ბერიშვილის ფერმა დაათვალიერა და სამუშაო პროცეს სგაეცნო.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ფერმერმა გიორგი ბერიშვილმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მერძეული და მეხორცული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის ასაშენებლად 3,200,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1,400,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში მიღებული გრანტი.

„სახელმწიფო ეხმარება და,ამავე დროს, მჭიდროდ თანამშრომლობს ფერმერებთან იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო პროდუქტიული საქონელი, გაიზარდოს მეურნეობების რაოდებობა და ადგილობრივი ბაზრისთვის შეიქმნას მეტი პროდუქტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბელარუს და ესტონელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიყვანოთ მაღალპროდუტიული, ჯანსაღი პირუტყვი და ფერმერული მეურნეობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„საგურამოს ფერმა“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქნა. ფერმერი ორი სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარია. ვისურვებდი, მცხეთა-მთიანეთში მეცხოველეობის დარგში რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, რადგან მესაქონლეობა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა და რეგიონს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ფერმაში, ამჟამად, 150 დეკეულიდა 45 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) ძროხაა, რომელიც ფერმერმა ბელორუსიდან ჩამოიყვანა. სამომავლოდ, ფერმერი ესტონეთიდან დამატებით საქონლის შემოყვანას გეგმავს. 2020 წლის მარტის თვეში ფერმაში, ჯამურად, 300 სული მაღალპროდუქტიული მეხორცული და მერძეული ჯიშის საქონელი იქნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერმა პირველად განახორციელა საქართველოში ანგუსის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადედე ჯგუფის იმპორტი.

მეურნეობაში 11 ადგილობრივია დასაქმებული; წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 16 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები და სასათბურე მეურნეობები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა