logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: მთავრობა წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს
სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: მთავრობა წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს
11:43 15.02.2020
ვფიქრობთ, სტრუქტურული რეფორმების წყალობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკერმა ფონდის მიერ გავრცელებული რელიზის კომენტირებისას.

მისი თქმით, 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა ტურიზმის სექტორის დივერსიფიცირებამ, დაკრედიტების ტემპის ზრდამ, მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზებამ, რომელიც მიმართულ იქნა კაპიტალური ხარჯების გასაზრდელად.

„უნდა აღინიშნოს ის პოზიტივი, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასულ წელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 4.6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. წინასწარი შეფასებით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი ეს იყო ტურიზმის სექტორის მდგრადობა. საქართველომ შეძლო ამ დარგის კიდევ უფრო დივერსიფიცირება. მთავრობამ მოახერხა მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა, რამაც რეკორდულ ნიშნულს - მშპ-ს 8 პროცენტს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო მოთხოვნა დაწია კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე, რამაც გამოიწვია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდა. ყველაფერმა ამან განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს. პარლამენტში შედის გადახდისუუნარობის კანონპროექტი, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქეყანაში ბიზნესგარემოს. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ პენსიების ინდექსაციაზე, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, 2020 წელი საქართველოსთვის საარჩევნო წელია და მნიშვნელოვანია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა გახანგრძლივებულია ერთი წლით. პროგრამას აქვს თავისი მიზნები. ვიმედოვნებთ, საქართველო შეასრულებს ამ მიზნებს და მიაღწევს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მოახდენს ინფლაციის შემცირებასა და შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას,“ - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სეილმ ჩაკერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა