logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
შოთა გულბანი: არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი
შოთა გულბანი: არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი
21:37 14.02.2020
„არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი სამი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის შეფასებებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

როგორც გულბანი აღნიშნავს, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ისეთი ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD):

„ახლახანს გადავიკითხე მსოფლიოს სამი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის შეფასებები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით და უნდა ითქვას, რომ საქართველომ ცალკეულ კონგრესმენებს კი არ უნდა უსმინოს, რომლებიც სუბიექტურები არიან და თან არაკომპეტენტურები ჩვენს შიდა საკითხებთან მიმართებით, არამედ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ისეთი ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD).

12 თებერვალს დაასრულა სავალუტო ფონდმა მორიგი მისია საქართველოში და მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2019-მა წელმა მოლოდინებს გადააჭარბა და რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას და მოქნილობას ინარჩუნებს. თავად მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მათ პროგნოზირებულ 4,6%-ს გადააჭარბა და 5,2% შეადგინა. გარდა ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, მშპ-ს 4.4% დააფიქსირა. იმპორტი მცირედით გაიზარდა, ხოლო ექსპორტმა 12%-იანი ზრდა დააფიქსირა. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ხოლო ინფლაციამ შემცირება დაიწყო.

არანაკლებ მნიშნელოვანი საკითხი რასაც მსოფლიო ბანკი ეხმიანება მის მიერ ახალი მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევით, არის სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში. კერძოდ, მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, უკიდურესი სიღარიბის დონე საქართველოში 2012 წლის 8,62%-დან 2017 წელს 5,02%-მდე ჩამოვიდა. ხოლო საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012 წლის 30%-დან 2018 წელს 20%-მდე დაიწია.

ახლახანს გამოოქვეყნდა EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორის კატარინა ჰანსენის წერილი „ფორბსის“ ქართულ ჟურნალში, სადაც ის „იბიარდისა“ და საქართველოს სტრატეგიულ პარტინიორობაზე საუბრობს, რომ „იბიარდი“ მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა, ხოლო საქართველომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობი პროგრესი განიცადა, როგორც კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, ისე სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმირების მიმართულებით.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი“, - წერს შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა