logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნა
საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნა
17:38 14.02.2020
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B შექმნა.

ეს არის ადგილი, სადაც ბანკის კლიენტ ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას, დაგეგმონ სამუშაო შეხვედრა, გაეცნონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, მიიღონ მათთვის საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებს ახალ ბიზნეს სივრცეში პერსონალური ბანკირი მოემსახურება. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს.

საგანმანათლებლო მიზნით, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

4B ეს არის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის დაამყარონ ახალი კავშირები, იპოვონ ახალი მომხმარებლები, მომწოდებლები ან, თუნდაც, ახალი ბაზრები.

„საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია. ჩვენ მნიშვნელოვან ადგილს ვიკავებთ მომხმარებლების ცხოვრებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ მათი ბიზნესის განვითარების ყოველდღიურ პროცესში. 4B-ს მეშვეობით კარს ვხსნით და ერთ სივრცეში სამუშაოდ ვიწვევთ ბანკს, მსხვილ მომხმარებლებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რათა ერთად ვიზრუნოთ თითოეული ბიზნესის ზრდასა და წახალისებაზე. 4B-ში, ერთი მხრივ, თავი მოვუყარეთ ჩვენს ყველაზე გამოცდილ ბანკირებს, მეორე მხრივ კი, შევქმენით ბიზნესსივრცე, სადაც მოვაწყობთ ღონისძიებებს, გვექნება სამუშაო შეხვედრები, სადაც მომხმარებლები გაიცნობენ სხვადასხვა სექტორის მოთამაშეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ბიზნესამოცანებს წარმატებით ასრულებენ. შესაძლებლობები უსაზღვროა და 4B სწორედ ამ უსაზღვრო შესაძლებლობებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს, რაც დაეხმარება ბიზნესებს შემდგომ განვითარებაში“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა