logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
13:16 14.02.2020
„2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საწარმო „მეამა“-ში გაიმართა.

აღნიშნული საწარმო პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია - „მეამა“ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.

„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარი დაუჭირა 350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის იმ მცირე სასტუმროებს, რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დასჭირდათ დახმარება. მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც წინა, 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი.

საწარმო „მეამაში“ გამართულ პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა