logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა
ივანე მაჭავარიანი: კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა
21:20 13.02.2020
კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი განცხადებით, დამატებით არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია ინკლუზიურობის მიღწევა.

„ხშირად არის საუბარი, როდის იგრძნობს ქვეყნის ამა თუ იმ წარმატებას თითოეული ოჯახი. მესმის, რომ ერთდროულად და თანაბრად ეს ზრდა ყველაზე სწრაფად ვერ აისახება, თუმცა სხვა ფორმულა და გამოსავალი არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაბალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ სხვა ტიპის გადანაწილებით, მეთოდით, მექანიზმით მალე მივაღწევთ კეთილდღეობას - ტყუილია, ბუნებაში შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არა მარტო 5% პროცენტიანი ზრდა, არამედ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ უფრო მაღალ ზრდას. ასევე, თავისთავად, არის უამრავი სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც ეს ზრდა შეიძლება უფრო ინკლუზიური გავხადოთ. ამ შემთხვევაში, იგულისხმება მცირე ბიზნესის, სხვადასხვა საოჯახო მეურნეობების დახმარება. იმ ტიპის აქტივობები, რომლებიც მრავალია როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ შევეცდებით უფრო დავასტიმულიროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის როლიც გადამწყვეტია ინკლუზიურობისთვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პოზიტიური შეფასებები, მნიშვნელოვანია ასევე ინვესტორებისთვისაც, რომლებიც გამოხატავენ დიდ დაინტერესებას ქვეყნის მიმართ.

„სულ რამდენიმე კვირის წინ, დავოსში გახლდით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად. გვქონდა მრავალი შეხვედრა. ინტერესი ნამდვილად არის საქართველოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, არიან ისეთი ინვესტორები, რომლებსაც ჩვენ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვეძახით და რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ფასიანი ქაღალდების მიმართ აქვთ ინტერესი, ამიტომ ჩვენ უნდა განვავითაროთ კაპიტალის ბაზარი და მაქსიმალურად გავხსნათ ეს მიმართულება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამას ემსახურება ქვეყანაში დანერგილი საპენსიო რეფორმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა