logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე
ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე
19:46 13.02.2020
ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ყურადღება გაამახვილა სხვა მნიშვნელოვან ფისკალურ მაჩვენებლებზე.

„მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ მოგვცემს სრულ სურათს. ჩვენ ეს მონაცემები კომბინაციაში უნდა დავინახოთ რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად. მათ შორის, ეს არის დეფიციტი - ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წლის ფაქტიური მონაცემებით არის 2.1 მაშინ, როდესაც დაგეგმილი იყო 2.5-2.6-ის ოდენობით.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის რეკორდულად დაბალი, ეს მშპ-ს 4.4 პროცენტამდე, რასაც სულ რამდენიმე წლის წინ, ვერ ვიფიქრებდით, რადგან ეს მაჩვენებელი იყო 12-13 პროცენტიან ნიშნულზე. შესაბამისად, ციფრების ეს კომბინაცია გვაძლევს შემდეგ სურათს - ერთი, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ ხდება ვალების დაგროვების ხარჯზე, მაღალი დეფიციტის ხარჯზე და მეორე არ ხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის ხარჯზე, არამედ პირიქით, მისი შემცირების ფონზე.

გამომდინარე აქედან, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ეკონომიკის ასე ვთქვათ, რაოდენობრივ ზრდაზე, არამედ ხარისხობრივ ზრდაზე. დღეს, ჩვენ თვისობრივად გვაქვს მაღალი ზრდა და ხარისხობრივად უკეთესი. იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, ექსპორტი არის გაზრდილი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის რეკორდულად შემცირებული და ამავდროულად, როგორც აღვნიშნე, გვაქვს ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი. ეს მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ სესხის, ვალების, დამატებითი სტიმულის ხარჯზე კი არ ვიზრდებით, არამედ ვიზრდებით ორგანულად და ხარისხობრივად. ამ კონტექსტში მთავარი არის, რომ ეს ტრენდი გაგრძელდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მთავრობის მიერ დაწყებული შიდა რეფორმები, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდასა და შემდგომ განვითარებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა