logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: სავალუტო ფონდის ანგარიშში ანგარიში ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს
სოსო არჩვაძე: სავალუტო ფონდის ანგარიშში ანგარიში ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს
18:37 13.02.2020
2019 წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად წინმსწრებ რეჟიმში მატულობდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, რომელთა მოცულობამ მშპ-ის უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს - 8 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ეკონომიკის სიმყარე, მისი მდგრადობა იმ მხრივაც დადასტურდა, რომ ასეთი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გარეშე განხორციელდა,-წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო.

,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო; უფრო მეტიც - იგი მთლიანად განპირობებულია ეკონომიკური ცხოვრების წესით და ამ უკანასკნელის ეფექტიანობით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიში, რომელიც ეყრდნობა მისი დელეგაციის საქართველოში სტუმრობას 5-11 თებერვალს, რამდენიმე ასპექტითაა საინტერესო და საგულისხმო.

შევეცდები გამოვყო ყველაზე მთავარი:

ჯერ ერთი, იგი მთლიანობაში აფასებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და მდგომარეობას საკმაოდ რთულ, დაძაბულ და მოულოდნელობებით აღსავსე 2019 წელს; მეორე, იგი ეხება და ობიექტურად აფასებს საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა მხარეს, რის საფუძველზე ხელისუფლებასაც დაა საზოგადოებასაც ეძლევა საშუალება გარედან, „ცივი გონებით“ დანახული საკუთარი მიღწევები თუ გამოწვევები სრულად გაიაზრონ და სათანადო დასკვნები გამოიტანონ;

მესამე, ანგარიში აშკარად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს. თვით იმის აღნიშვნა, რომ სავალუტო ფონდის ადრინდელ პროგნოზთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 20119 წელს 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად გაიზარდა (5.2%-ით, ნაცვლად 4.6%-სა - საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო 8 წლის მანძილზე) ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. 0.6-პროცენტიანი მეტობა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, ეს მშპ-ის თითქმის 300-მილიონიანი ზეგეგმური მატებაა!
და მეოთხე. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის აღიარება. ის, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანაფარდობა მშპ-სთან ფაქტობრივად სამჯერ შემცირდა (2016 წ. 12.6%-დან 2019 წ.. 4.4%-მდე), ხოლო დეფიციტის აბსოლუტური მოცულობა - 2.3-ჯერ, ამის ერთერთი თვალსაჩინო დადასტურებაა. 2019 წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად წინმსწრებ რეჟიმში მატულობდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, რომელთა მოცულობამ მშპ-ის უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს - 8 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ეკონომიკის სიმყარე, მისი მდგრადობა იმ მხრივაც დადასტურდა, რომ ასეთი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გარეშე განხორციელდა (ფისკალური დეფიციტი 2.1 პროცენტის დონეზე დარჩა). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და სავაჭრო ბალანსის წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარმილიარდიან დოლარიანმა შემცირებამ, ექსპორტის გრძელვადიანმა უპირატესმა ზრდამ იმპორტთან შედარებით (მარტო 2020 წლის იანვარში ექსპორტის მატების ტემპი 3-ჯერ უსწრებდა იმპორტის მატების ტემპს) არა მარტო კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა სავალუტო კურსის სტაბილურობაზე, არამედ ინფლაციის შეჩერებაზეც და მოამზადა პირობები ამ უკანასკნელის შემდგომი კლებისთვისაც. – 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.6 პუნქტით ნაკლები იყო დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით (შესაბამისად, 6.4% და 7.0%) და არსებობს საკმაოდ მაღალი პოზიტიური კუმულატიური მუხტი იმისათვის, რომ 2020 წლის ბოლოსათვის ის მაქსიმალურად მიუახლოვდეს 3-პროცენტიან ნიშნულს. სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეიცავს პოზიტიური პროგნოზს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე 2020 წელსა და საშუალოვადიან პერსპექტივაზე, რაც უკავშირდება ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ თანმიმდევრულ სტრუქტურულ რეფორმებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკას უახლოეს წლებში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ზრდის ფაქტობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო”,- წერს სოსო არჩვაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა