logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია და სხვადასხვა ქვეყნებს უსწრებს
ბექა ლილუაშვილი: სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია და სხვადასხვა ქვეყნებს უსწრებს
16:04 13.02.2020
ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავს შეფასებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ტემპი მომავალშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავს შეფასებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასევე მისასალმებელია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდულ დონემდე ზრდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე“, განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმისთვის, რომ განხორციელდეს საბანკო რეგულაციების გამარტივება, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის აქტივობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ამავდროულად გრძელდება მუშაობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდა ფისკალური მდგრადობა და მოსალოდნელზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა, რასაც მოჰყვა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, მისცა საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მოქალაქეზე ორიენტირებული და ამ დამატებითი შემოსავლების მიღებამ ბიუჯეტში მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებელი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საფინანსო ბაზარზე აქტივობის გაზრდას. ერთობლივი მუშაობა შეეხება საბანკო რეგულაციების გამარტივების პროცესს, ჩვენ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ას3ვე ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რასაც უკვე მოყვა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები რაც მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და საპროგნოზო ზრდა 5% შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა