logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სავალუტო ფონდის მისია: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს
სავალუტო ფონდის მისია: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს
10:35 13.02.2020
საქართველოში სსფ-ს წარმომადგენლებმა, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით მისია დაასრულეს. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება. ვიზიტი დასასრულს ვერა-მარტინმა შეაფასა:

"საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი, კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რაც ნაწილობრივ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული. შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე) ისე, რომ ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია 2019 წლის ბოლოს 7 პროცენტი იყო, შემდეგ იკლო და იანვარში 6.4 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით.

"საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად. გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას, და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

"2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების ასწრაფების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება.

"სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში. მისია იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

"სსფ-ს მისია ელოდება დიკუსიის გაგრძელებას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში ა.წ. აპრილში. სსფ-ს გუნდი მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას და ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს, კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გულახდილი განხილვებისთვის".


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა