logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
19:11 12.02.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, რომლის შემუშავებაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებითაა განსაზღვრული. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი, აგრეთვე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები.

აღინიშნა, რომ ეროვნულმა გეგმამ ენერგეტიკული გაერთიანების ხუთივე ასპექტი უნდა მოიცვას, მათ შორისაა, სოლიდარობის და თანამშრომლობის მეშვეობით ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების უზრუნველყოფა, ენერგოეფექტურობის ამაღლება, ტექნიკური ბარიერებისა და ნორმატიული ბარიერების გარეშე ენერგიის თავისუფალი მიწოდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სხვა.

შეხვედრაზე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდება პროფილური ჯგუფები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, რათა საბოლოო ჯამში, საქართველომ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა