logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
logo2
logo2
გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო
გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო
17:03 08.02.2020
ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო, რომელთაც სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი უწყებები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები წარმატებით იყენებენ ადგილობრივი მწარმოებლების - პოტენციური და მოქმედი ექსპორტიორების მხარდასაჭერად.

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა DCFTA - ის ცნობიერების ამაღლების ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა DCFTA - საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მსხვილი ბიზნეს ასოციაციების, პროფესიული კავშირების და დამსაქმებლების წარმომადგენლები და სავაჭრო პალატები, ასევე ვებგვერდი - www.dcfta,gov.ge და სხვ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით ახორციელებს ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებს, როგორიცაა პოტენციური ექსპორტიორების საერთაშორისო გამოფენებსა და მისიებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სავაჭრო პლატფორმებზე რეგისტრაცია, როგორიცაა www.tradewithgeorgia.com, რომლის განახლებაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „USAID REAP“ მხარდაჭერით განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული სავაჭრო პორტალი არის ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი კომპანიები დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია და სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს. „პორტალის მეშვეობით ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები ისარგებლებენ ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში კომპანიის პროფილის შექმნას, საექსპორტო პოტენციალის განსაზღვრას, საერთაშორისო ღონისძიებაზე რეგისტრაციას, ონლაინ ხელშეკრულების გაფორმებას და სხვა რელევანტური აქტივობის განხორციელებას,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

რაც შეეხება გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობას, სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით, 102 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ევროპის 11 წამყვან გამოფენა - გაყიდვაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა