logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
logo2
logo2
გენადი არველაძე: DCFTA - ის წარმატებული შეთანხმების შედეგია, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება
გენადი არველაძე: DCFTA - ის წარმატებული შეთანხმების შედეგია, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება
15:56 08.02.2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. მასში ასევე მონაწილეობენ სსიპ „აკრედიტაციის ცენტრის“, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უკვე აწარმოებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში.

„DCFTA - ის წარმატებული შეთანხმების და ეფექტური განხორციელების შედეგია, რომ ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებამდე ევროკავშირის ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65 პროცენტი ეკავა, დღეს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 89 პროცენტს შეადგენს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე. მისი თქმით, პროცესის უფრო მეტი პოპულარიზებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების სარგებლიანობისა და შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივ აუდიტორიამდე, რაშიც ხელისუფლებას მედიის მხარდაჭერისა და პარტნიორობის იმედი აქვს.

„DCFTA - ის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად ვახორციელებთ მიზნობრივი ჯგუფების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებას. ამ კუთხით ჩვენი სტრატეგიული მეკავშირეა მედია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს საქართველოში DCFTA - ის იმპლემენტაციის პროცესი. ამავე დროს, მსგავსი საკომუნიკაციო ფორმატი ორმაგად სასარგებლოა,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

„ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ შეთანხმების ნორმების დანერგვის მიმართულებით, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს კიდევ უფრო გაუადვილებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას, გაზრდილი ექსპორტი კი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის გაზრდილ კონკურენტუნარიანობას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

9 თებერვალს საინფორმაციო შეხვედრაზე მედიის წარმოადგენლებს ვროკავშირთან ვაჭრობის წარმატებულ მაგალითებზე ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების - „გეონატურალსის“, „ჯორჯიან პროდაქტის“ და „ჩიკორის“ ხელმძღვანელები გააკეთებენ პრეზენტაციებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა