logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპია
დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპია
20:04 06.02.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობისა და რისკების მართვის“ სასწავლო კურსის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში. სასწავლო კურსი USAID - ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. მისი მონაწილეები გაეცნენ ენერგიით ვაჭრობის პროცედურებსა და ტექნოლოგიებს, ასევე ენერგიით ვაჭრობის მოდელირების სხვადასხვა მოსალოდნელ შედეგებს.

სერტიფიკატების გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღეს USAID - საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ.

„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იმ კომპლექსური ენერგეტიკული რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზნებსაც ქვეყანაში ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგენს. უშუალოდ ბირჟის დაფუძნება, რომლის საქმიანობა მალე აქტიურ ფაზაში გადავა, ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ნარმანიამ. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და რეფორმის სხვა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებლები არიან სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და სს “სისტემის კომერციული ოპერატორი, 50-50 პროცენტიანი თანამონაწილეობით.

მისი დაფუძნება მოხდა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში. ენერგეტიკული ბირჟის მთავარი ფუნქციაა: დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირება; ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) ბაზრის ფორმირება, ოპერირება, ეტაპობრივ განვითარება და ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) პლატფორმის ადმინისტრირება; ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვადასხვა კომპონენტების (დღით ადრე, დღიური, საბალანსო ბაზრები და საბითუმო საჯარო მომსახურების სფერო) ფინანსური ანგარიშსწორების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და ოპერირება; აგრეთვე ბაზრის მონაწილეების რეესტრის წარმოება.

ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენა დასამტკიცებლად. ენერგეტიკულ ბირჟას კონსულტაციას უწევს და პროგრამულად უზრუნველყოფს ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია “ნორდ პულ კონსალტინგი”.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა