logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ
ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ
13:16 06.02.2020
"ანაკლიის პორტი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. საქართველოს მთავრობიდან არსებობს ძალიან დიდი მზადყოფნა, რომ ფინანსურად, ქონებრივად - შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ნათია თურნავამ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან დეტალურად ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობაში არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაიწყოს პორტის პროექტის ხელახალი ტენდერი და მოზიდულ იქნას ახალი, უფრო წარმატებული ინვესტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, მთავრობასთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას.

სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი ტენდერის ჩატარებას უკავშირდება. „ამის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. მოგეხსენებათ, თავის დროზე, როდესაც გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად, სწორედ ეკონომიკის სამინისტრო იყო ის უწყება, რომელმაც ამ ტენდერის ორგანიზება გააკეთა და მის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია - ჩვენ თუ უნდა დავიწყოთ ტენდერისთვის ხელახლა მომზადება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტენდერი დროულად და მაღალ დონეზე ჩატარდება - მთავრობა ამ პროცესში რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობას გეგმავს. „მე პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ, ისე, რომ ეს პირობები მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ხელშეკრულების გარკვეულ ინვენტარიზაციას, გავითვალისწინებთ მასში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ინვესტორის სასარგებლოდ. ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, ვისთანაც, ზოგადად არსებობს კარგი გამოცდილება, საერთაშორისო ტენდერების მაღალ დონეზე ორგანიზებაში მთავრობის დახმარების კუთხით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა