logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა წარადგინა
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა წარადგინა
12:15 06.02.2020
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო და ძირითადი მიზანი გახლავთ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებასა და იმ შესაძლებლობების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აქვს.

„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

„ეს არის მცირედი, თუმცა მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.



პრემიერის განცხადებით, ახალი რეფორმის თანახმად, სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილება - 2026 წლამდე გაგრძელდეს საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით. საუბარია 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლებაზე, რითაც სამშენებლო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა დასრულდეს სამშენებლო ობიექტები, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატება.



„ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტი იყო საკმაოდ ბევრი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა