logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ეს კანონპროექტი  ქართულ ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს
გიორგი გახარია: ეს კანონპროექტი ქართულ ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს
12:11 06.02.2020
კერძო სექტორის გაძლიერების, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ, ძალზედ მნიშვნელოვან კანონპროექტს - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი,“- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროექტი, რომელიც კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების ჩართულობითა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა ფინანსური სირთულეების მქონე ბიზნესისთვის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობის გაჩენას ეხება. კანონი ბიზნესს მისცემს საშუალებას, ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოიყენოს რეაბილიტაციისათვის საჭირო მექანიზმები, გაკოტრების პროცედურის ნაცვლად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ წლების განმავლობაში ვგრძნობდით, როგორ უჭირდა კომპანიებს, რომლებიც ხვდებოდნენ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. ეს კანონი მათ შესაძლებლობას მისცემს აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიების გაჯანსაღება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეს ნიშნავს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა