logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი: ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი სექტორების განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს პროგრამები
ირაკლი ნადარეიშვილი: ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი სექტორების განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს პროგრამები
10:41 01.02.2020
„ეკონომიკური ზრდის იმ ციფრებში, რომლებიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა რეგიონს, მათ შორის იმერეთს“ - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში იმერეთის რეგიონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდება.

„შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ეკონომიკური ზრდა და მისი მაჩვენებლები პირდაპირ არ აისახება კონკრეტული ადამიანის საქმიანობაზე თუ კონკრეტული ბიზნესის განვითარებაზე, თუმცა, ეკონომიკური ზრდა შედგება სწორედ ახალი სამუშაო ადგილებისგან, ახალი სექტორების განვითარებისგან და ამ მიმართულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს პროგრამებიც, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ასევე ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის და ინვესტიციების მოზიდვის სხვადასხვა მიმართულებები“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს იმერეთის რეგიონის ეკონომიკაში. „ამისთვის არსებობს როგორც შესაძლებლობა, ასევე კონკრეტული ინსტრუმენტები სახელმწიფოს მხრიდან. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით და უკვე დავიწყეთ მისი ეფექტურად გამოყენება, არის ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საინვესტიციო დეპარტამენტი. მისი საშუალებით ვმუშაობთ როგორც უცხოელ ინვესტორებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით შევიმუშავეთ სპეციალური კითხვარი, რომლის საშუალებით, მაგალითად, კონკრეტულად იმერეთის გუბერნიიდან მოგვეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის განვითარების მეტი პოტენციალი, რა გამოწვევებია და რა არის მოსაგვარებელი“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი შეფასებით, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის განსაკუთრებული როლი ენიჭება, პირველ რიგში, წყალტუბოს რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს, ასევე ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაფართოებას და დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების განვითარებას.

ირაკლი ნადარეიშვილმა დღეს ქუთაისში მონაწილეობა მიიღო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ღია დიალოგი ბიზნესთან“, რომელსაც 150-მდე ადგილობრივი ბიზნესმენი ესწრებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა