logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის და მშენებლობის, ისე მომსახურების სექტორებში
ეკატერინე მიქაბაძე: ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის და მშენებლობის, ისე მომსახურების სექტორებში
12:03 31.12.2019
2020 წელს საქართველო საპროგნოზოზე მაღალი ეკონომიკური ზრდით შეხვდა. „საქსტატის“ მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,4 - პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 11 თვის საშუალო ზრდა 5,3 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.2 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის, ასევე მშენებლობის და მომსახურების სექტორებში. მისი თქმით, მიმდინარე წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა; ვაჭრობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

„ნოემბერში ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 25.2 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 345.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.2 პროცენტით გაიზარდა და 782.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 38.1 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 436.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან ნოემბერში, ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი 5.6%-იანი (10.7 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ნოემბერში 13.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების, საგარეო გამოწვევების და დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო მდგრადია შოკების მიმართ, რისი შედეგიცაა მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა