logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მთავრობამ ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა
მთავრობამ ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა
11:54 29.11.2019
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, რომლითაც იმერეთის მხარეში სოფლების - ხვანის, ჭალოვანის, ნიგვზარას, ბერეთისა და კოლბოურის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია დაახლოებით 1500 მგვტ, წლიური 5 მლრდ. კვტ.სთ გამომუშავებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში 2021 წლის ჩათვლით შესაძლებელია მხოლოდ 350 მგვტ-მდე სიმძლავრის ქარის სადგურების ინტეგრირება სისტემაში არსებული დღევანდელი რეზერვების გათვალისწინებით. „სამომავლოდ რეზერვების ზრდასთან ერთად, ქარის სადგურების მშენებლობა უფრო მეტი ინტენსივობით იქნება შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 330-350 მგვტ. ქსელში ინტეგრირებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კერძო კომპანიებთან სამშენებლო მემორანდუმების გაფორმების პროცესი,“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქარის ენერგეტიკის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ინვესტორებთან როგორც ჰიდრო, ასევე თბო ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. 2018 – 2019 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰესი, რომელთა დადგმულმა სიმძლავრემ დაახლოებით 100 მვტ - ი, ხოლო ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა 210,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსებით მოხდეს. ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და რამდენიმე ათეული ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში უკვე 201 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიტანს. მიმდინარე წლის აპრილში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაზე. გარდა ამისა, 2020 წელს ექსპლუატაციაში შევა 230 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში.


„ენერგეტიკა არის ის სფერო, სადაც ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ჩვენ ამ მიმართულებით ხელს ვუწყობთ დარგის დივერსიფიკაციას და განახლებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა