გურამ მაჭარაშვილი ფინანსთა მინისტრს: საერთაშორისო რეიტინგებში, საფინანსო მაჩვენებლებით რა ადგილები უკავია დღეს საქართველოს და რა ადგილები ეკავა ადრე?
გურამ მაჭარაშვილი ფინანსთა მინისტრს: საერთაშორისო რეიტინგებში, საფინანსო მაჩვენებლებით რა ადგილები უკავია დღეს საქართველოს და რა ადგილები ეკავა ადრე?
19:20 28.11.2019
აღნიშნული კითხვით, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ინავე მაჭავარიანს მიმართა, რომელსაც პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მაინტერესებს, ალბათ საზოგადოებისთვისაც კიდევ ერთხელ იქნება შესახსენებელი ის საერთაშორისო მაჩვენებლები, რაც საქართველოს გააჩნია საფინანსო კუთხით, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენმა ძვირფასმა ოპონენტებმა არ შეიყვანონ ისინი შეცდომაში. ამ საფინანსო მაჩვენებლებში კიდევ უფრო დეტალურად რომ გვითხრათ რეიტინგებში საქართველო მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით, რომელ ადგილზეა წლების მიხედვით - სად იყო 5 წლის წინ, 2 წლის წინ და წელს სად არის. საფინანსო მაჩვენებლებით საერთაშორისო რეიტინგებში რა ადგილები უკავია დღეს საქართველოს და რა ადგილები ეკავა ადრე. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს ის დინამიკა და მაჩვენებელი რამდენად პოზიტიურია ჩვენ ქვეყანაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ბეჭდვა