logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
თბილისში დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი გაიმართა
თბილისში დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი გაიმართა
16:19 21.11.2019
საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო. დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის მონაწილეებმა კერძო სექტორის განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე, მათ შორის, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე იმსჯელეს.

ფორუმში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფორუმის ორგანიზატორი იყო ევროკავშირი (EU) გაეროს ოთხ სააგენტოსთან - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) - თანამშრომლობით.

სამუშაო სესიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ბიზნესის კლასტერების შექმნის პერსპექტივები, გამოწვევები და შესაძლებლობები შეფუთვის, სანერგეების, გადამმუშავებელ და აგროსამრეწველო სექტორებში; იმსჯელეს გარემოსადმი პასუხისმგებელი ბიზნესის განვითარებაზე, რაც საქართველოს ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის მიღებას, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის დანერგვას და ენერგოეფექტურობისადმი გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირდება. ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს ბიზნესის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკითხებში ქართული დიასპორის როლზე ისაუბრეს.

ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც გაეროს ოთხი სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან კერძო კომპანიები, დარგობრივი ბიზნესასოციაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული ასოციაციები და სავაჭრო გაერთიანებები. პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროექტი საქართველოს ბიზნესის უფრო ფართო ხელშეწყობის EU4Business ნაწილია, რომლის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა